Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერი ყირგიზეთის ლიდერებს ხვდება


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი ბიშკეკში ჩავიდა ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად ყირგიზეთის ლიდერებთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. მედვედევი ვიზიტის პირველსავე დღეს შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს და პრემიერ- მინისტრს, სურონბაი ჯიინბეკოვს. საუბრების თემა იყო ორმხრივ თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში, ასევე გაზპრომის ინვესტიციები ყირგიზეთში. 7 ივნისს მედვედევი და ჯიინბეკოვი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების საბჭოს შეხვედრაში მიიღებენ მონაწილებას.

XS
SM
MD
LG