Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში გრძელდება „კონტრტერორისტული ოპერაცია“ აქტობეში თავდახსმების შემდეგ


ყაზახეთში გრძელდება „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მას შემდეგ, რაც დასავლეთში მდებარე აქტობეს რეგიონში მოწყობილ თავდასხმებს ქუჩაში დაპირისპირებაც მოჰყვა. ქვეყანაში გამოცხადებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის განგაში და პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გამოაცხადა, რომ პირადად აკონტროლებს ოფიციალურ ზომებს მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს, როგორც ჩანს, კოორდინირებული თავდასხმები მოეწყო იარაღის საცავებზე, პოლიციაზე და ეროვნული გვარდიის ობიექტზე აქტობეს რეგიონში. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 ადამიანი დაიღუპა თავდასხმებისა და მათზე საპასუხო ზომების შედეგად. დაღუპულებს შორის არის 12 სავარაუდო თავდამსხმელი, დაიჭრა ათობით ადამიანი. ოფიციალური პირების ვარაუდით, იერიში ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოაწყეს, თუმცა ჯერ არ ჩანს არც მტკიცებულებები და არც მოტივი ასეთი ვერსიისათვის. რეგიონის გუბერნატორმა, ბერდიბეკ პაფარბაევმა 6 ივნისს სიმშვიდისაკენ მოუწოდა მოსახლეობას და დასძინა, რომ „ვითარება მთლიანად კონტროლდება და სტაბილურია“. მაგრამ აქტობეს რაიონს, რომელშიც თავდასხმა მოეწყო, მაინც კვლავინდებურად შემორტყმული აქვს პოლიციელების კორდონი.

XS
SM
MD
LG