Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 ივნისიდან ყველა დაავადებული შეძლებს მონაწილეობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში


საქართველოში 10 ივნისიდან გაუქმდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები, რაც ნიშნავს, რომ ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს და C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებს C ჰეპატიტით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი. ამის შესახებ 6 ივნისს თბილისში განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ: „10 ივნისიდან პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმები აღარ იარსებებს - აქამდე პროგრამაში მხოლოდ მძიმე კლინიკურ მდგომარეობაში მყოფ პირებს შეეძლოთ ჩართვა, ახლა კი ყველას, ვისაც ამ მკურნალობის მიღება სჭირდება, შეფერხების გარეშე შეეძლება ამ პროგრამით სარგებლობა“, განაცხადა სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა 150 000 ადამიანს სჭირდება. ქვეყანაში შარშან ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელში ჩართვა და უფასოდ მკურნალობაც აქამდე მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს შეეძლოთ.

XS
SM
MD
LG