Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს პოლონეთში ნატოსა და მისი მოკავშირეების სამხედრო წვრთნებს


რუსეთი აცხადებს, რომ პოლონეთში ნატოს ამჟამინდელი სამხედრო წვრთნები ხელს არ უწყობს ევროპაში ნდობისა და უსაფრთხოების ატმოსფეროს. ეს განცხადება დღეს გააკეთა კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა მას შემდეგ, რაც 6 ივნისს ნატოს წევრებმა და პარტნიორებმა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები პოლონეთში. მანევრებში მონაწილეობს პოლონეთის, შეერთებული შტატებისა და კიდევ 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს 31 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. სამხედრო წვრთნები რამდენიმე კვირით უსწრებს ვარშავაში ნატოს ივლისის სამიტს, რომლის მსვლელობაშიც, სავარაუდოდ, გადაწყვეტენ, რამდენად გაიზრდება ნატოს ჯარისკაცების რიცხვი და სამხედრო აღჭურვილობა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში.

XS
SM
MD
LG