Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო ფრანგ კოლეგას თხოვს დახმარებას, რათა ფეხბურთის უკრაინელმა გულშემატკივრებმა საფრანგეთში ჩასვლა შეძლონ


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ფრანგ კოლეგას, ფრანსუა ოლანდს თხოვს, ხელი შეუწყოს ვიზების გაცემას უკრაინელებისათვის, რომლებსაც სურთ დაესწრონ საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. პოროშენკოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა 6 ივნისს ტელეფონით ისაუბრა ამ საკითხზე. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 10 ივნისს იწყება პარიზში მატჩით. კიევში საფრანგეთის საელჩოსთან დღეს 10-მდე ადამიანი შეიკრიბა ვიზების გაცემის დაყოვნების გასაპროტესტებლად. ევროკომისია აპრილში გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინელებს, ვისაც ბიომეტრული პასპორტი აქვს, მიეცეთ ევროკავშირის მოკლევადიანი ვიზები. მაგრამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ჯერ არ დაუმტკიცებიათ ამ წინადადებით გათვალისწინებული ზომები.

XS
SM
MD
LG