Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგში გააპროტესტეს ახალი ხიდისათვის კადიროვის სახელის მინიჭების ინიციატივა


სანქტ-პეტერბურგში ასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა ინიციატივა ახალი ხიდისათვის ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ახმად ჰაჯი კადიროვის სახელის მინიჭების შესახებ. ქალაქის ცენტრში, მარსის ველზე შეკრებილი დემონსტრანტები აღნიშნავდნენ, რომ კადიროვს არანაირი კავშირი არა აქვს პეტერბურგთან. ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერის მამა, ახმად კადიროვი 2004 წელს ბომბით თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უფლებადამცველები ორივე კადიროვს ადანაშაულებენ მათი მმართველობის დროს ადამიანების წამებაში, მოტაცებასა და მკვლელობებში. ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, ილია იაშინის აზრით, ხიდისთვის კადიროვის სახელის მინიჭების ინიციატივა სამარცხვინოა არამარტო სანქტ-პეტერბურგის, არამედ მთელი რუსეთისათვის.

XS
SM
MD
LG