Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დადგეს სოფელ ავლევთან


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დადგეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის განაპირას. ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები “კამაზის” მარკის ავტომანქანებით იმყოფებოდნენ სოფელ ავლევთან, სადაც ორი ახალი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს. გამგებლის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთებია, რომლებსაც წლების განმავლობაში უპრობლემოდ ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. „ფაქტია, რომ ბანერების დამონტაჟების შედეგად მათი გადაადგილება შეიზღუდება“ - განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

XS
SM
MD
LG