Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: „ისლამურმა სახელმწიფომ“ შესაძლოა მეტი თავდასხმა მოაწყოს დასავლეთსა და რუსეთში


გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმენის შეფასებით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყსა და სირიაში ბოლოდროინდელი სამხედრო წარუმატებლობების გამო შესაძლოა, მეტი იერიში მოაწყოს დასავლეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ფელტმენმა ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია 8 ივნისს გააცნო გაეროს უშიშროების საბჭოს. მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო თვალსაზრისით დაასუსტა მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე - ერაყში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და სირიაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ძალების - ერთდროულმა იერიშებმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი ვეღარ შეტრიალდება. „მისი ბოლოდროინდელი სამხედრო წარუმატებლობების გათვალისწინებით, "ისლმაური სახელმწიფო" შესაძლოა ახალ ეტაპზე გადადიოდეს - გააძლიეროს მოკავშირეების როლი, შეეცადოს კონფლიქტის ამჟამინდელი ზონებიდან რესურსების გატანას და გაზარდოს კომპლექსური, მრავალეტაპიანი საერთაშორისო თავდასხმების საფრთხე. აფეთქებები და სროლა პარიზში 2015 წლის ნოემბერში, და ბრიუსელში 2016 წლის მარტში - ცხადჰყოფს იმ როლის მნიშვნელობას, რომლის შესრულებაც შინ დაბრუნებულ ტერორისტებს შეუძლიათ ტერორისტული ოპერაციების კოორდინაციის საქმეში,“ - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.

XS
SM
MD
LG