Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ტერიტორიაზე დროებით აღარ შეუშვებენ 83 ათასამდე პალესტინელს


ისრაელმა თავის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა შეუჩერა 83 ათასამდე პალესტინელს მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დროს. ეს ზომები მიიღეს მას შემდეგ, რაც 8 ივნისს ოთხი ადამიანი შეიწირა თელ-ავივში პალესტინელების თავდასხმამ. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ყველა ნებართვა, რომელიც გაცემული იყო ღაზის სექტორის და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებ პალესტინელებზე ისრაელში ახლობების მოსანახულებლად. ამას გარდა, ისრაელში მუშაობის ნებართა ჩამოართვეს თავდამსხმელების 204 ნათესავს. ოთხშაბათს ორმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა თელ-ავივის ცენტრში, ბაზარში. დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 16 ადამიანი. თავდამსხმელები დააკავეს. რადიკალი ისლამისტების ორგანიზაცია "ჰამასი" დადებითად გამოეხმაურა ცნობას თავდამსხმაზე, თუმცა თავის თავზე არ აუღია მასზე პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG