Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არცერთ კანდიდატს


საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ არცერთ კანდიდატს. მოსამართლედ არჩევისთვის საჭირო იყო, სულ მცირე, 76 დეპუტატის ხმა, რომელიც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. პრეზიდენტის მიერ წარდგენილნი იყვნენ ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის და ნონა თოდუას კანდიდატურები.

XS
SM
MD
LG