Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექსტრემისტებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ექვსი პოლიციელი მოკლეს პაკისტანის მოსაზღვრე ნანგარჰარის პროვინციაში. ამ ინფორმაციის თანახმად, მეამბოხეებმა 11 ივნისს დილით ჰასკა მინის ოლქში იერიში მიიტანეს ადმინისტრაციის შტაბბინაზე. ხელისუფლება ამბობს, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში სამთავრობო ჯარებმა ავიაციის დახმარებით წარმატებებს მიაღწიეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რომელთა რიგებში, როგორც მიიჩნევა, თალიბანის ყოფილი წევრები იბრძვიან.

XS
SM
MD
LG