Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი არ აპირებს არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას


2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში დარჩენას არ აპირებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ის გამოეხმაურა 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მომავალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს. "არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, ეს გამორიცხულია. მე ვაპირებ ყოფნას იმ თანამდებობაზე, სადაც დღეს ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი", - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG