Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ში არ შეუშვებდა ავღანელ, პაკისტანელ და სირიელ მიგრანტებს


აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო რესპუბლიკელი კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში არ შეუშვებდა ავღანელებს, პაკისტანელებსა და სირიელებს. ტრამპმა ფლორიდაში გეიკლუბზე ისლამისტების მხარდამჭერის თავდასხმის მომდევნო დღეს თქვა, რომ პრეზიდენტის ხელთ არსებულ ბერკეტებს გამოიყენებდა, რათა დროებით აეკრძალა უცხოელი მუსლიმების მიღება ისეთი ქვეყნებიდან, რომელშიც არსებობს შეერთებული შტატების, ევროპისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ ტერორიზმის ისტორია. „ვერ დავუშვებთ, კვლავინდებურად გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანის შემოდინება - იმ ადამიანების, რომელთაგან ბევრი ფიქრობს ისევე, როგორც ის არამზადა მკვლელი. რადიკალური ისლამის ბევრი პრინციპი არ ესადაგება დასავლეთის ღირებულებებსა და ინსტიტუტებს“ - განაცხადა ტრამპმა 13 ივნისს ნიუ-ჰემპშირის შტატში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს. 12 ივნისს ფლორიდაში გეიკლუბზე თავდასხმისას, 50 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის თავდამსხმელი, 29 წლის ომარ მატინი, რომლის მშობლებიც შეერთებულ შტატებში დასახლებული ავღანელები არიან.

XS
SM
MD
LG