Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო, გამოხატვის თავისუფლება და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული


თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქმის განხილვა 17 მაისს დაკავებული აქტივისტების ერთი ნაწილის მიმართ. საქალაქო სასამართლომ 17 მაისის ღამეს თვითმმართველი ერთეულის ფასადის დამახინჯებისა და პოლიციისთვის წინააღმედგობის გაწევის გამო დაკავებული შვიდი ლგბტ აქტივისტიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ შეწყვიტა 173-ე მუხლით (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) აღძრული საქმე, თუმცა ის სამართალდამრღვევად ცნო 150-ე მუხლის ნაწილში (ფასადის დამახინჯება) და 50 ლარის ოდენობით დააჯარიმა. 17 მაისის ღამეს სტენსილების გაკეთების ბრალდებით პოლიციამ ათი აქტივისტი დააკავა, მათგან ორ აქტივისტს სასამართლომ გაფრთხილება მისცა, ერთ-ერთი აქტივისტის საქმე კი 20 ივნისისთვის გადაიდო. იმაზე, თუ რა პრინციპით ხელმძღვანელობს დაცვის მხარე სასამართლოზე და რატომაა მნიშვნელოვანი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტლება, ისაუბრებენ გადაცემის სტუმრები ციალა რატიანი - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ადვოკატი; მირანდა გორდეზიანი - აქტივისტი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG