Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერის განცხადებით, წუხანდელ ძლიერ წვიმას არსებითი შეფერხება არ მოჰყოლია


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში წუხანდელ ძლიერ წვიმას არსებითი შეფერხება არ მოჰყოლია. ნარმანიას ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად წყალი დაგუბდა მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე, თუმცა, ძლიერ წვიმას სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია. თბილისის მერის ცნობითვე, მცირე მეწყერი ჩამოწვა ახალდაბის გზაზე, რომელიც დილით გაიწმინდა. წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა გორის მუნიციპალიტეტის სოფლები კვარხეთი, ზერტი და კირბალი.

XS
SM
MD
LG