Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. „გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ ნატოს ვარშავის სამიტის შესახებ და მთავარი თემა იყო კომუნიკე, რომელიც სამიტის შედეგად უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრისას განიხილეს პროექტები, რომელთა განხორციელება საქართველომ უნდა დაიწყოს ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ. „ერთი,რაც შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და პროექტებით დატვირთული და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა “ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, მიმდინარეობს საუბარი მომავალი სამიტის დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც და იმედია, რომ საქართველოს ამ კუთხითაც ექნება წარმატება. „თუმცა, მთავარი ამოცანაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით ჰქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები და საზოგადოებისთვის იოლად ასახსნელი პროგრესი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG