Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნკერი: ევროკავშირი უნდა ელაპარაკოს რუსეთს


რუსეთში ვიზიტის დროს ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, ევროკავშირი მოსკოვს უნდა ელაპარაკებოდეს, ბოლოს ორი წლის განმავლობაში გამოყენებული ორმხრივი სანქციების მიუხედავადო. იუნკერი ამ განცხადებით გამოვიდა 16 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ. ის არის ევროკავშირის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთს ეწვია მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წლის მარტში უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა - რასაც მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაკისრება. მოსკოვმა ამას ევროკავშირიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტის აკრძალვით უპასუხა. „ჩემი აზრით, ჩვენ რუსეთს, მის ლიდერებს, მის ხალხს უნდა ველაპარაკოთო“, განაცხადა იუნკერმა და დასძინა - რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ისე არ გაფუჭებულა, რომ გამოსწორებას არ ექვემდებარებოდესო. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირი სანქციებს მხოლოდ მაშინ მოხსნის, თუ კრემლი სრულად უერთგულებს მინსკში მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინის თაობაზე.

XS
SM
MD
LG