Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წახალისებას გეგმავს


საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს განცხადებით, მთავრობა მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წახალისებას გეგმავს, რისთვისაც 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთის მცხოვრებლების განაცხადების მიღებას იწყებს. პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. იგი შედგება ორი კომპონენტისაგან - პირველია გრანტები 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე, ხოლო მეორეა წვდომა განათლებისა და უნარების განვითარებაზე.

XS
SM
MD
LG