Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი ისტორიული ვიზიტით ესტუმრა სერბიას


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ისტორიული ვიზიტით ესტუმრა სერბიას, რომლის ხელისუფლებაც ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოძიებას ცდილობს. სერბიის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი და მთავრობის წვერები 17 ივნისს ბელგრადის აეროპორტში დახვდნენ სი ძინპინს, რომელიც ჩინეთის პირველი პრეზიდენტია, ვინც 30 წლიანი ინტერვალის შემდეგ ჩავიდა ბალკანეთში. სი ძინ პინი სამი დღის განმავლობაში შეხვდება სერბიის მთავრობის წევრებსა და ბიზნესმენებს. 2009 წლის შემდეგ, რაც სერბიასა და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტებს, პეკინმა სერბიაში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სერბიიდან ჩინეთის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ პოლონეთში გაემგზავრება. თუმცა, შუალედში, სი ძინპინი ეწვევა უზბეკეთს, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG