Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი მოქალაქე დააკავეს „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ვიტალი ჯოჯიშვილი. საინფორმაციო სააგენტოები თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ინციდენტი ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ვიტალი ჯოჯიშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მისი დაკავების შესახებ ქართველმა სამართალდამცავებმა აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

XS
SM
MD
LG