Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა


სანქტ-პეტერბურგში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქსიანის შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უმასპინძლა. საუბრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამი ლიდერი ერთობლივ განცხადებაში გამოთქვამს მზადყოფნას, მოხდეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონტაქტის ხაზის გასწვრივ ვითარების ნორმალიზება. სანქტ-პეტერბურგში ასევე შეთანხმდნენ რეგიონში ეუთოს მეთვალყურეების რაოდენობის გაზრდაზე. ეს შეხვედრა იყო რიგით მეორე მას შემდეგ, რაც მხარეები აპრილში შეთანხმდნენ ზავზე მთიან ყარაბაღთან შეტაკებების განახლებისა და ოთხი დღე ბრძოლის შემდეგ. სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა მთიან ყარაბაღზე, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, კონტროლი დაამყარეს 1990-ნი წლების დასაწყისის ომის შედეგად. დაპირისპირებამ 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG