Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიაში ექვსი მესაზღვრე დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ „რკინის მუშტით“ საპასუხო დარტყმას მიაყენებს ნებისმიერ ჯგუფს, რომელსაც სურს ზიანი მიაყენს იორდანიის უსაფრთხოებას, ან საზღვრებს. ამის შესახებ ნათქვამია 21 ივნისის განცხადებაში, რომელიც მოჰყვა ექვსი იორდანელი მესაზღვრის დაღუპვას დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო სირიელი ლტოლვილების ბანაკიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ორდანიის, სირიისა და ერაყის სასაზღვრო რეგიონში. სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, დაიჭრა 14 ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ გამოთქმული აქვს მუქარა, რომ გაანადგურებს იორდანიის საზღვრებს. იორდანიის სამეფო მიეკუთვნება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.

XS
SM
MD
LG