Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალი: ამჟამად ნატო ვერ დაიცავდა ბალტიის ქვეყნებს


ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლის, გენერალ ბენ ჰოჯესის აზრით, ნატო ამჟამად ვერ დაიცავდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. რუსეთის ჯარები შეძლებდნენ ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის დაპყრობას უფრო მალე, ვიდრე ჩვენ შევძლებდით მათ დაცვასო - უთხრა ამერიკელმა გენერალმა გერმანიის გაზეთ „ცაიტს“. „ცაიტის“ 22 ივნისის ნომერში მოყვანილია ასევე გენერალ ჰოჯესის სიტყვები, რომ იზიარებს სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდს, რომლის თანახმადაც რუსეთის ჯარებს 36-დან 60-მდე საათი დასჭირდებოდათ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დედაქალაქების დასაპყრობად. გასულ კვირაში ნატომ გამოაცხადა, რომ ოთხ ბატალიონს განათავსებს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში რუსეთის აგრესიულ კურსთან დასაპირისპირებლად. თავის მხრივ რუსეთ აცხადებს, რომ საფრთხედ მიიჩნევს თავისი საზღვრების მახლობლად ნატოს ჯარების განლაგებას.

XS
SM
MD
LG