Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ფრანგული „მისტრალის“ პირველი ერთეული ჩავიდა


ორიდან ერთი-ერთი „მისტრალის“ კლასის ფრანგული შვეულმფრენმიზდი, რომელიც თავის დროზე რუსეთისთვის იყო განკუთვნილი, ეგვიპტეში ჩავიდა. ეგვიპტის ტელევიზიამ 23 ივნისის პირდაპირ ეთერში უჩვენა გემის ალექსანდრიის პორტში შესვლისა და დახვედრის საზეიმო ცერემონიის ამსახველი კადრები. შვეულმფრენმზიდმა, რომლის სახელია გამალ აბდელ ნასერი, საფრანგეთის სანტ ნაზარის გემთმშენებელი ქარხნიდან აიღო გეზი ეგვიპტისკენ. იმავე კლასის მეორე გემი, რომელსაც ეგვიპტის ყოფილი ლიდერის ანვარ ალ სადათის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს, ალექსანდრიაში სექტემბრებში შევა. ორივე სამხედრო ხომალდი თავის დროზე რუსეთს უნდა ეყიდა, თუმცა, ყირიმის ანექსიის შემდეგ საფრანგეთმა გაწყვიტა 1,2 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტი და უკან დაუბრუნა ფული მოსკოვს.

XS
SM
MD
LG