Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებულმა სამეფო „ბრექსიტს“ მიემხრო, კამერონი გადადგება


ბრიტანეთის რეფერენდუმმა ევროკავშირში წევრობის შესახებ აჩვენა, რომ ბრიტანელების უმრავლესობას მათი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა სურს. საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ბრიტანეთის მოსახლეობის 52 პროცენტი მიემხრო ევროკავშირის დატოვებას, 48 - წინააღმდეგი იყო. მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, ეს განსხვავება მილიონ 270 ათასს უდრის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა, რომელიც ევროკავშირში დარჩენას ემხრობოდა, გამოაცხადა თავისი გადადგომის შესახებ: „მნივშნელოვანი იქნება სტაბილურობის უზრუნველყოფა. მე ჩემს კაბინეტთან ერთად, თანმდებობაზე დავრჩები კიდევ სამი თვით, განაცხადა კამერონმა, რომლის თანახმად, მოლაპარაკება ევროკავშირის დატოვების შესახებ უკვე შემდგომმა პრემიერმა უნდა წარმართოს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგი აღძრავს შეკითხვას: უნდა შეეცადოს თუ არა ახლა გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის მოპოვებას შოტლანდია. ევროკავშირის დატოვების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობას შეადგენენ ლონდონელებსა დაჩრდილოეთ ირლანდიელებთან ერთად დაშოტლანდიელი ამომრჩევლები. ბრიტანეთის რეფერენდუმს მოჰყვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ სხვა ქვეყნებშიც გაისმა მოწოდებები ანალოგიური კენჭისყრისკენ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა: დღეს, 27 ლიდერის სახელით, შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევინარჩუნოთ 27 წევრის ერთობა. ჩვენთვის ევროკავშირი ჩვენივე საერთო მომავლის ჩარჩოაო. 25 ივნისს ევროკავშირის დამფუძნებელი ექვსი ქვეყნის შეხვედრა გაიმართება ამ საკითხზე. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგმა გამოიწვია ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა. ამერიკულ დოლართან მიმართებით გირვანქა-სტერლინგის ფასი ერთბაშად შემცირდა 5,5%-ით, რაც დიდი ბრიტანეთის ეროვნული ვალუტის მყისიერი ვარდნის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

XS
SM
MD
LG