Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ყაზბეგის რაიონში კვლავ ებრძვიან სტიქიას


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 40-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ინერტული მასალის შეტანა და მისასვლელი გზების მოწყობა. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

XS
SM
MD
LG