Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პრაღაში გაიმართება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა


დღეს პრაღაში გაიმართება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა. ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტების განხილვას, თუმცა გვერდს ვერ აუვლის 19 მაისს, აფხაზი მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. „ავუხსნით რუსულ მხარეს, თუ რამდენად საშიშია ასეთი ვითარება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. რუსული მხარე ცდილობს, მომხდარზე პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს დააკისროს, მაგრამ ასე არ გამოვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, კარასინთან შეხვედრის დღის წესრიგშია სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები. ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, მოლაპარაკების შედეგად უკვე მოხერხდა ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში გასამართლებული საქართველოს ექვსი მოქალაქის გათავისუფლება და ამჟამად ქართული მხარე კიდევ ერთი პირის გათავისუფლებას მოელის.

XS
SM
MD
LG