Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სესიაშვილი: ხიდაშელს მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა“, საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად თქვა უარი სამხედრო-სავალდებულო სამსახურზე, რასაც ირაკლი სესიაშვილი "უპასუხუსმგებლობად" აფასებს. 27 ივნისს თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამიერიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. ხოლო შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა და დასძინა, რომ მან ეს გადაწყვეტილება "ცალმხრივად და ერთპიროვნულად" მიიღო, რადგან შეიარაღებულ ძალებს "არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედროები". საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმების თაობაზე მინისტრ თინა ხიდაშელის ბრძანება თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.

XS
SM
MD
LG