Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი: ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული


საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და რომელზეც მთავრობამ იმსჯელა. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია მის მიერ გამოცემული ბრძანება მთავრობამ გააუქმოს, თავდაცვის მინისტრის თქმით, ”ამის შესაძლებლობა არ არის”. თუმცა იქვე დასძინა, რომ შესაძლებელია მიღებული იყოს აქტი, რომელმაც უნდა გააუქმოს სხვა გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული. პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების საშუალება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს.

XS
SM
MD
LG