Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ევროკავშირის პირველ სამიტი "ბრექსიტზე" რეფერენდუმის შემდეგ


ბრიუსელში დღეს დაიწყო ევროკავშირის ორდღიანი სამიტი - ევროკავშირის ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს "ბრექსიტს", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას. სამიტამდე ერთი დღით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომ ევროპა ერთიანია. მათივე თქით, არ დაიწყება მოლაპარაკება ევროკავშირთან ბრიტანეთის მომავალი ურთიერთობის საკითხზე, სანამ ბრიტანეთს არ აუმოქმედებია ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალური პროცესის დასაწყებად. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ 50-ე მუხლი არ ამოქმედდება, სანამ ახალი პრემიერ-მინისტრი არ შეუდგება მუშაობას, ანუ, სავარაუდოდ სექტემბერში. კამერონი დღეს ჩავიდა ბრიუსელში ევროკავშირის დანარჩენ ლიდერებთან შესახვედრად, ხვალ კი დისკუსიები უკვე კამერონის გარეშე გაგრძელდება. რენცის თქმით, სამიტი მიეძღვნება ევროპული პროექტის „განახლების“ საკითხს და არა მხოლოდ ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლას.

XS
SM
MD
LG