Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 12 ადამიანი დაიღუპა მეჩეთზე თავდასხმის შედეგად


ერაყში, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა ბაღდადის დასავლეთით 20-მდე კილომეტრში მდებარე აბუ ღრაიბში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად. თავდასხმა მოაწყო თვითმკვლელმა, რომელსაც ასაფეთქებელი ჟილეტი ეცვა. ჯერ არავის უკისრის პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც ბაღდადთან მოწყობილი პირველი თავდასხმაა მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა ქალაქ ფალუჯაში ისლამისტი ექსტრემისტების დამარცხების შესახებ. ფალუჯა ბაღდადიდან ასევე დასავლეთით მდებარეობს და მიჩნეულია ადგილად, სადაც ასეთი თავდასხმების ორგანიზება ხდებოდა. ერაყის ჯარებმა 26 ივნისს გამოაცხადეს, რომ მთლიანად გაათავისუფლეს ფალუჯა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსაგან“.

XS
SM
MD
LG