Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ოთხი პოლიციელი მოკლეს


პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ოთხი პოლიციელი მოკლეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში მოწყობილი ორი თავდასხმისას. ინციდენტები წუხელ მოხდა პროვინციის დედაქალაქ კვეტაში. შეიარაღებულმა პირებმა მიმალვა შეძლეს, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ბელუჯისტანში, რომელიც პაკისტანის უდიდესი პროვინციაა, რამდენიმე წელია გრძელდება სეპარატისტების ამბოხება. მეამბოხეების მომცრო ჯგუფები თავს ესხმიან პოლიციას და უშიშროების ძალებს, რათა ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე მოთხოვნით, რეგიონს მეტი შემოსავალი ერგოს მისივე გაზისა და ნავთობის რესურსებიდან.

XS
SM
MD
LG