Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი არ იყრის კენჭს ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე


ბორის ჯონსონი, პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან, აცხადებს, რომ არ იქნება კანდიდატი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე. ჯონსონის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მთავარ კანდიდატებად რჩებიან იუსტიციის მინისტრი, მაიკლ გოუვი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ტერეზა მეი. ეს კანდიტატები სხვებთან ერთად ეცდებიან შეცვალონ პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი. გამარჯვებული, რომლის ვინაობაც 9 სექტემბერს გახდება ცნობილი, დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და შეასრულებს მთავარ როლს ბრიტანეთის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ევროკავშირთან, საიდანაც გასვლას ბრიტანეთმა გასულ კვირაში დაუჭირა მხარი რეფერენდუმზე. ამ ფაქტმა დაასრულა კამერონის კარიერა, უნაყოფო გამოდგა მისი მცდელობა ბრიტანეთი დარჩენილიყო ევროკავშირის წევრი.

XS
SM
MD
LG