Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში მძევლების აყვანის ინციდენტს 20 ადამიანი შეეწირა


ბანგლადეშის სამხედრო უწყების წარმომადგენლის განცხადებით 20 მძევალი, ყველა მათგანი უცხოელი, დაიღუპა დედაქალაქ დაკაში, რესტორანში შეიარაღებული პირების მიერ მძევლების აყვანის ინციდენტის შედეგად. რესტორანზე ბოლოს უშიშროების ძალებმა მიიტანეს იერიში და მოკლეს ექვსი შეიარაღებული პირი, რომლებსაც მძევლები ჰყავდათ აყვანილი. გადარჩა ცამეტი პირი, მათ შორის სამი უცხოელი. რესტორანი, რომელშიც მძევლები დაატყვევეს, ქალაქის პრესტიჟულ, დიპლომატიურ რაიონში მდებარეობს. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები სავარაუდოდ ისლამისტი ექსტრემისტები იყვნენ. პოლიციამ იერიშის მიტანა გადაწყვიტა რვა თუ ცხრა მძიმედ შეიარაღებულ პირთან ათსაათიანი, წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ მძევლების გათავისუფლების შესახებ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

XS
SM
MD
LG