Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლაი კოვალიოვმა მკვეთრად პოლიტიზებული და აშკარად ანტირუსული უწოდა რეზოლუციის პროექტს „კონფლიქტი საქართველოში“


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა მკვეთრად პოლიტიზებული და აშკარად ანტირუსული უწოდა რეზოლუციის პროექტს „კონფლიქტი საქართველოში.“ თბილისში, პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხთა გენერალური კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას კოვალიოვმა განაცხადა, რომ იმას, რაც საქართველოში ხდება, რუსეთი ოკუპაციად არ აღიარებს. ნიკოლაი კოვალიოვის შეფასებით, რეზოლუციის პროექტი შეიცავს რუსეთის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უგულებელყოფს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხთა ნებას. კოვალიოვის განცხადებით, მხოლოდ გალის რაიონში უკვე დაბრუნდა 50 ათასამდე ქართველი.

XS
SM
MD
LG