Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში აფეთქებები მოეწყო, ერთ-ერთი - მუსლიმებისათვის წმინდა ადგილთან


საუდის არაბეთში თვითმკვლელმა მოიერიშემ აფეთქება მოაწყო მუსლიმებისათვის ერთ-ერთ მთავარ სალოცავთან, მედინაში და მოკლა ოთხი მცველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიჭრა ხუთი ადამიანი. ეს აფეთქება მოეწყო მეჩეთთან, რომელშიც მუსლიმებს წინასწარმეტყველ მუჰამედის საფლავი ეგულებათ. ამ მეჩეთში ყოველ წელს მთელი მსოფლიოდან მილიონობით მუსლიმი მიდის ხოლმე, მექაში მოსალოცად საუდის არაბეთში ყოფნისას. აფეთქებები მოეწყო საუდის არაბეთის კიდევ ორ ქალაქში: შიიტების მეჩეთთან და შეერთებული შტატების საკონსულოსთან. შიიტების მეჩეთთან ქალაქ ყატიფში ამფეთქებლის გარდა, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა. ამერიკის საკონსულსთან ინციდენტის მსხვერპლზე ჯერ არაფერს იუწყებიან. ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა ამ აფეთქებებზე. თავდასხმების ფონია მუსლიმების მიერ წმინდა თვე რამადანის აღნიშვნა. სწორედ რამადანის მსვლელობაში, ექსტრემისტების გაერთიანება ისლამურმა სახელმწიფომ იკისრა პასუხისმგებლობა მასობრივ მკვლელობებზე თურქეთში, ბანგლადეშსა და ერაყში.

XS
SM
MD
LG