Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარაოლიმპიელ ათლეტს, ოსკარ პისტორიუსს, ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


სამხრეთ აფრიკაში სასამართლომ მკვლელობისათვის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა გამოჩენილ სპორტსმენს, პარაოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონს, 29 წლის ოსკარ პისტორიუსს. პისტორიუსი ჯერ კიდევ 2014 წელს ცნეს დამნაშავედ წინა წელს მეგობარი ქალის, რივა სტინკამპის არაგანზრახ მკვლელობაში. მაშინ პისტორიუსს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს და შინა პატიმრობაში მოათავსეს. 2015ი წლის 3 დეკემბერს კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ ბრალდების სარჩელის საფუძველზე დაადგინა, რომ პისტორიუსმა განზრახ მოკლა რივა სტინკამპი. ამის შემდეგ მისი საქმე განსახილველად დაუბრუნეს ქვედა ინსტანციის სასამართლოს. პისტორიუსის საქმე თავიდანვე დიდ ინტერესს იწვევდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი იყო. მას ორივე ფეხი მუხლქვემოთ ამპუტირებული აქვს და პროტეზებით დარბის. ხოლო 2012 წელს ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიოში პირველი სპორტსმენი, რომელმაც, ამპუტირებული კიდურების მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა.

XS
SM
MD
LG