Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში 5 ივლისს მომხდარი მასობრივი არეულობების შედეგად დაშავებულია 19 ადამიანი


სოხუმში 5 ივლისს მომხდარი მასობრივი არეულობების შედეგად დაშავდა 19 ადამიანი, რომელთაგან 7 საავადმყოფოში რჩება - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებული ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. სოხუმში მასობრივი არეულობა დაიწყო ოპოზიციური გაერთიანება „ამცახარის“ მიერ 5 ივლისს ჩატარებული რიგგარეშე ყრილობის შემდეგ. „ამცახარის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ლეონიდ ძიაპშბას დააკისრეს პასუხისმგებლობა დანაშაულის ზრდის გამო და მისი გადადგომის გარდა მოითხოვეს, შემოდგომისთვის გადაიდოს 10 ივლისს დანიშნული რეფერენდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. სააგენტო აფსნიპრესის ინფორმაციით, ყრილობის შემდეგ „ამცახარის“ წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ ადგილობრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რამდენჯერმე სცადეს მისი შტურმით აღება და შენობას ქვები და ბოთლები დაუშინეს. ამავე სააგენტოს ცნობით, შენობაში შეჭრა სპეცრაზმელებმა აღკვეთეს. 5 ივლისს, საღამოს, სოხუმში გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომლის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან დროებით დაითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშბა და მისი საქმიანობის შესწავლა პროკურატურას დაავალა.

XS
SM
MD
LG