Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენები განიხილავენ კანონპროექტს ირანისათვის "ბოინგის" მიყიდვის ასაკრძალად


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტი დღეს განიხილავს კანონპროექტს ირანისათვის „ბოინგის“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავების მიყიდვის ასაკრძალად. "ბოინგის" თვითმფრინავების მიყიდვა იქნებოდა აშშ-სა და ირანს შორის ბიზნესის სფეროში ყველაზე მასშტაბური კონტრაქტი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. წარმომადგენელთა პალატის საფინანსო საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელ ბილ უიზენგას ინფორმაციით, ქვეკომიტეტში იმსჯელებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაზე და იმაზე, თუ "როგორ გაუხსნა კარი ამ ნაბიჯმა მსოფლიოში ტერორის უდიდესი სპორნსორი ქვეყნისათვის ამერიკული თვითმფრინავების მიყიდვას". საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ქვეკომიტეტის თანაშემწისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რახან რესპუბლიკელი კონგრესმენები ზოგადად ეწინააღმდეგებიან ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას, ქვეკომიტეტი სავარაუდოდ დაამტკიცებს კანონპროექტს, აიკრძალოს ირანისათვის "ბოინგის" ტიპის თვითმფრინავების მიყიდვა.

XS
SM
MD
LG