Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ დაასრულა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაასრულა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. 7 ივლისს, დილით, ჯონ კერი თბილისში შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს 6 ივლისს ეწვია და შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. 6 ივლისს თბილისში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია. მისი დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ხელი მოაწერეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების და განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG