Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში შეტაკებების დროს დაიღუპა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი სამართალდამცველი


რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის შვიდი წევრი და ერთი სამართალდამცველი დაიღუპნენ დაღესტანში შეტაკებების შედეგად. ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა 7 ივლისს გაავრცელა ცნობა, რომ დაიჭრა უშიშროების ფედერალური სამსახურის სამი თანამშრომელი და შეტაკებები ჯერ კიდევ გრძელდება დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის სამხრეთით მდებარე რეგიონში. ამავე წყაროს ცნობით, შეიარაღებულ ჯგუფს, რომელსაც შეტაკებების დროს უპირისპირდებიან, პასუხი ეკისრება პოლიციაზე, სამოქალაქო პირებზე თავდასხმებისა და „ტერაქტებისათვის“.

XS
SM
MD
LG