Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიამ ავღანეთში თავისი სამხედრო მისიის ყოფნის ვადა ექვსი თვით გაახანგრძლივა


ავსტრალიამ გაუხანგრძლივა ავღანეთში ყოფნის ვადა თავის სამხედრო მისიას. გარდა იმისა, რომ მისიის ავღანეთში მოქმედების ვადა კვლავაც შეიძლება გაიზარდოს, ავსტრალია გააგრძელებს 2020 წლამდე წლიურად ავღანეთის არმიისა და პოლიციისთვის დახმარების სახით 100 მილიონი დოლარის მიწოდებას. ავსტრალიამ თავისი საბრძოლო ძალები ავღანეთიდან 2013 წელს გაიყვანა. ქაბულში კვლავ რჩება 270 ავსტრალიელი სამხედრო, რომლებიც წვრთნისა და მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებენ.

XS
SM
MD
LG