Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კანონმდებლებმა ხელი შეუშალეს ირანისთვის „ბოინგის“ თვითმფრინავების მიყიდვას


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონი, რომელიც შეაჩერებს ირანისთვის „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავების მიყიდვის შეთანხმებას, მიღწეულს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვულ სფეროში მორიგების თანახმად. 7 ივლისს ზეპირი კენჭისყრისას კანონმდებლებმა მიიღეს შესწორება კანონში, რომელიც ირანისთვის „ბოინგის“ თვითმფრინავების მიყიდვას ან მიქირავებას შეაჩერებს. მოგვიანებით კანონმდებლებმა კანონი დაამტკიცეს. ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ირანთან ბირთვულ შეთანხმებას წინ აღუდგება. „ბოინგის“ შესახებ შეთანხმების საწინააღმდეგო კანონის ინიციატორმა, წარმომადგენელმა პიტერ როსკამმა თქვა, რომ ასეთი თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ. მისი აზრით, ასეთი თვითმფრინავები შეიძლება გადაკეთდეს ბალისტიკური რაკეტების და სარაკეტო ნაღმების გადამტან მოწყობილობად. დემოკრატიები თვლიან, რომ კანონი ნაწილია რესპუბლიკური პარტიის სტრატეგიისა, ხელი შეეშალა ბირთვული შეთანხმებისთვის.

XS
SM
MD
LG