Accessibility links

სირიაში საჰაერო თავდასხმისას 22 სამოქალაქო პირი დაიღუპა


სირიის ვითარების მეთვალყურეთა ჯგუფის თანახმად, სირიის ქალაქ დარკუშში, რომელსაც ალ-ყაიდის მოკავშირე, ალ-ნუსრას ფრონტი აკონტროლებს, საჰაერო თავდასხმისას 22 სამოქალაქო პირი დაიხოცა. ლონდონიდან გავრცელებული ცნობით, დაუდგენელი წარმოშობის თვითმფრინავების იერიშისას დაშავდა 40 ადამიანი. დახოცილთა შორის არიან ცხრა ქალი და ერთი ბავშვი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG