Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა თქვა, რომ გააგრძელებს ბალისტიკური რაკეტების პროგრამას


ირანმა თქვა, რომ გააგრძელებს ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, მას შემდეგ, რაც გაერომ განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო პროგრამა ეწინააღმდეგება ისტორიულ შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. „ირანი ენერგიულად განაგრძობს თავის სარაკეტო პროგრამას, რაც მისი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გეგმაზეა დამყარებული“, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბაჰრამ ღასემიმ შაბათს. მისი თქმით, ირანის სარაკეტო პროგრამა არ არის დაკავშირებული მის ბირთვულ პროგრამასთან და არ ეწინააღმდეგება ამ უკანასკნელის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას. მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა თეირანს, შეწყვიტოს ბალისტიკური რაკეტების გაშვება.

XS
SM
MD
LG