Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში


ავსტრალიაში მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის გამარჯვების შესახებ გამოაცხადა ლიბერალური პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა. მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დასრულებულა ხმების დათვლა, ლეიბორისტულმა პარტიამ თავი დამარცხებულად ცნო. არჩევნები 2 ივლისს შედგა. წინასწარი მონაცემებით, ტერნბულის ლიბერალურ-ნაციონალურმა კოალიციამ შესაძლოა 150 სადეპუტატო მანდატიდან 76 მოიპოვოს, რაც ორი-სამი დამოუკიდებელი დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში ტერნბულს ე.წ. უმცირესობის მთავრობის შექმნის საშუალებას მისცემს. ავსტრალიის ფედერალურ პარლამენტში ლეიბორისტები, სულ მცირე 66 ადგილს მიიღებენ.

XS
SM
MD
LG