Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ნატოსგან ახსნა-განმარტებას მოელის


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში.

რუსეთი ნატოსგან ახსნა-განმარტებას მოელის ძალთა არსებული წონასწორობის შეცვლისკენ მიმართული მოქმედებებისთვის, მათ შორის „ევროპაში აშში-სა და ნატოს ანტისარაკეტო გეგმების ფორსირებული რეალიზაციისთვის“. ამის თაობაზე ლაპარაკია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი პასუხს მოელის რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც 13 ივლისს გაიმართება ბრიუსელში. შაბათს ვარშავაში დასრულებულ ნატოს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მოქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი ევროპის იდეას და მოსკოვს ბრალი დასდო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაში. ევროპაში რუსეთის შეკავებისათვის ჩრდილოატლანტიკური კავშირის ლიდერებმა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის განთავსება გადაწყვიტეს. ამასთან, სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის მოგვარება ნაცვლად კონფრონტაციისა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG