Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუმდგარად გამოცხადდა აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი


შეუმდგარად გამოცხადდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 10 ივლისს ჩატარებული რეფერენდუმი. ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 1628 ამომრჩეველმა, რაც ხმის უფლების მქონეთა საერთო რაოდენობის 1,23%-ია. ამავე კომისიის ცნობით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა რეფერენდუმის 750-მა მონაწილემ, არ დაუჭირა 761-მა და ბათილად გამოცხადდა 117 ბიულეტენი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას განმარტებით, რეფერენდუმი არ შედგა დაბალი აქტივობის გამო. ტაბაღუას განცხადებით, ადგილობრივი კანონმდბელობით აუცილებელია, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღოს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი იყო ადგილობრივი ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებმა გასულ კვირაში მოითხოვეს რეფერენდუმის შემოდგომამდე გადადება. 5 ივლისს, ოპოზიციური გაერთიანების „ამცახარის“ რიგგარეშე ყრილობის შემდეგ, მისმა მხარდამჭერებმა სცადეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს შენობაში შეჭრა. მასობრივი არეულობებისას დაშავდა 20-მდე ადამიანი. იმავე დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიცია სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა და რეფერენდუმის გადადებაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დაბალი აქტივობის გამო 10 ივლისის რეფერენდუმი არ შედგა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციას პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG