Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სტამბოლის აეროპორტში თავდასხმასთან კავშირის გამო შვიდი ეჭვმიტანილი დააკავეს


თურქეთში სასამართლომ დააპატიმრა კიდევ შვიდი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმასთან კავშირში. შედეგად ამ საქმის გამო დაკავებულია 37 პირი. ამის შესახებ თურქეთის მედია იტყობინება. დაკავებულებს ბრალად ედებათ შეიარაღებულ ტერორისტული ჯგუფის წევრობა და მკვლელობაში მონაწილეობა. ცნობით, ყველა 7 დაკავებული უცხოელია. 28 ივნისს ათათურქის აეროპორტზე თავდასხმისას 45 პირი იქნა მოკლული და 240 დაშავდა. პასუხიმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია. თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს ადანაშაულებს“. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა დაადანაშაულა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან.

XS
SM
MD
LG