Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა


საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა რომის პაპი ფრანცისკე. ცნობების თანახმად, ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და კათოლიკოს-პატრიარქთან, აგრეთვე ასირიელებისა და ქალდეველთა სათვისტომოების ლიდერებთან. საქართველოდან ის 2 ოქტომბერს გაემგზავრება აზერბაიჯანში. 1999 წელს საქართველოს პირველად ეწვია რომის პაპი, იოანე პავლე მეორე.

XS
SM
MD
LG